16:47    2026-03-11
სხვისი ნაკლის ძიება

მუსლიმი ადამიანი აუცილებლად უნდა ფიქრობდეს მხოლოდ თავის ნაკლზე და ცოდვებზე. სხვისი ნაკლის გამოააშკარავება და მისი გავრცელება ეწინააღმდეგება ისლამურ ეთიკას და მოწოდებას. თუ მუსლიმი სხვაში ნაკლს დაინახავს მას კეთილი რჩევით მოუწოდებს და მიუთითებს.

იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:  ვინც შეაკავებს მის ენას, ალლაჰი დაფარავს მის ნაკლოვანებებს. ვინც გააკონტროლებს ბრაზს, ალლაჰი დაიცავს მისი სასჯელისგან. ვინც მოუბოდიშებს (მოინანიებს) ალლაჰს, ალლაჰი მიიღებს მის მობოდიშებას.  (ალ-სამიტ ლი აბი დუნია 21)

ალ ირაყის თანახმად ჰადისი სანდოა.

აბბად ბინ 'აბდულლაჰი გადმოსცემს: 'აიშამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა:  რა სწრაფად ადანაშაულებენ ადამიანები სხვებს იმის შესახებ, რის შესახებაც არ იციან.
(მუსლიმი 973)

წინა ჰადისში ვკითხულობთ, რომ ვინც თავის ენას შეაკავებს, ალლაჰი დაფარავს მის ნაკლოვანებებს. ამ ჰადისში კი ყურადღება გამახვილებულია ადამიანთა სულსწრაფობაზე, როდესაც ისინი სხვებს ადვილად აბრალებენ დანაშაულს. ხშირად ადამიანები არ არიან საქმის არსში გარკვეულნი; მათი ენა უსწრებს გულსა და გონებას, რის შედეგადაც ჩნდება უსამართლო ბრალდებები და შეცდომები.  მუსლიმმა, როდესაც სხვის შესახებ რაიმე ინფორმაციას გაიგებს, აუცილებელია ჯერ გაარკვიოს მისი რეალური საფუძველი. შესაძლოა მასთან მოსული ამბავი არასწორი, დამახინჯებული ან გადაჭარბებული იყოს. ამიტომაც, გადაწყვეტილების მიღებამდე და საუბრამდე დაფიქრება აუცილებელია. დაფიქრება და გონივრული განსჯა დიდი წყალობაა, რომლითაც ადამიანი სხვა არსებებს შორის გამოირჩევა. სწორედ ამ თვისებით უნდა იმოქმედოს მორწმუნემ; გადაამოწმოს ინფორმაცია, შეაკავოს ენა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვას თავისი სიტყვა.


აბუ ჰურაირა გადმოსცემს:  ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ერთი თქვენთაგანი ხედავს მისი ძმის თვალში ლაქას, და ავიწყდება მორი საკუთარ თვალში.  (საჰიჰ იბნ ჰიბბან 5761)

აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემთვის ყველაზე საყვარლები კარგი ზნეობის მქონენი ხართ, ბუნებით რბილნი და მეგობრულები და ვისაც უმეგობრდებიან. ალლაჰისთვის ყველაზე საძულველები ისინი არიან, რომლებიც ჭორებს ავრცელებენ, უთანხმოებას თესავს საყვარელ ადამიანებს შორის და ეძებს ნაკლოვანებებს, რომ დააბრალოს უდანაშაულოს.  (მუ'ჯამ ავ-ავსატ 7693)

საიფი იბნ რაბაჰმა უთხრა თავის შვილს:  შვილო ჩემო! ყველაზე საძულველი თვისება არის სხვისი ნაკლის ძიება.
(ზამ ალ-ბაღი 24)

აბდულლაჰ იბნ სუმაითმა გადმოსცა: აიუბ სახსტიანმა თქვა: კაცს არ ექნება კაცობა (და ქალს ქალობა) სანამ არ ექნება ორი თვისება: როცა აპატიებს ხალხს და შეხედავს მის ნაკლოვანებებს. (ალ-მურუაჰ 106)

აბუ ნუაიმი გადმოსცემს: ფუდეილ იბნ იადმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: აღტაცება რწმენის, ხოლო შურის თვალმაქცობის ნაწილია. მორწმუმე აღტაცებულია სხვებით და არ შურს არავისი. თვალთმაქცს (მუნაფიყს) შურს სხვების და არ არის აღტაცებული სხვებით. მორწმუნე არ იკვლევს სხვის ნაკლს, არამედ იძლევა კარგ რჩევებს. თვალთმაქცი სხვებს არცხვენს, შეურაცხჰყოფს და ღალატობს.  (ჰილიათ ალ-ავლია 11716)

უყბა ბინ ამირი გადმოსცემს:  ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ხედავს (სხვის) ნაკლს (შეცდომას) და მალავს, მსგვასია იმის, ვინც ცოცხლად დამარხულ გოგონას აცოცხლებს.  (აბუ დავუდ 4891)

იფიქრე საკუთარ ნაკლოვანებებზე და თავი შეიკავე სხვისი ნაკლოვანებების ხსენებისგან, რადგან სხვების შეცდომების გამჟღავნება მორწმუნისათვის არასათანადო ქცევად ითვლება.

მუჰამმად იბნ სირინმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა:  ვინც ხშირად ახსენებს სხვის შეცდომებს, სინამდვილეში მას უფრო მეტი შეცდომა აქვს.
(ალ-მუჯალას ვა ჯავაჰირ ალ 'ილმ 6:86)

ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანი, რომელიც მუდმივად სხვების ნაკლოვანებებს იკვლევს და მათზე საუბრობს, სინამდვილეში საკუთარ ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს ან არ სურს მათი აღიარება. ასეთ ადამიანს გონება უფრო სხვების შეფასებით აქვს დაკავებული, ვიდრე საკუთარი თავის გამოსწორებით.  ნამდვილი მორწმუნე, როდესაც სხვის შეცდომას ხედავს, პირველ რიგში საკუთარ თავს ეკითხება: მე ხომ არ მაქვს მსგავსი ან უფრო დიდი შეცდომა?  ამგვარი დამოკიდებულება ადამიანს თავმდაბალს ხდის და იცავს მას სხვების განსჯისგან.

ალლაჰმა უკეთ იცის